აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს შპს „სქილკრაფტის“ საკუთრებას.
გთხოვთ, გაეცნოთ მოცემულ წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ შპს „სქილკრაფტის“ ვებ-გვერდის გამოყენებას.
შესაბამისად , ვებ-გვერდის www.skillcraft.ge გამოყენება რეგულირდება შპს „სქლიკრაფტის“ (შემდეგში კომპანია), მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით.
მომხმარებლად ითვლება ნებისმიერი იურიდილი ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ვებ-გვერდს ან/და სარგებლობს კომპანიის ნებისმიერი სერვისით.
წინამდებარე ვებ გვერდზე შემოსვლით (skillcraft.ge), თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ ხელშეკრულების პირობებს და ადასტურებთ მისი გამოყენების წესებს. ასევე, ადასტურებთ , რომ იცნობთ და ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს,რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიდეს აღნიშნულ წესებსა და პირობებში. თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ვალდებული ხართ დაუყონებლივ შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა.
1.1. წესებისა და პირობების ცალმხრივი ცვლილება: კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პიროებები, რომლებიც ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 24 (ოცდაოთხ) საათში.
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული დანაწესი და ხელშეკრულების კონკრეტული პირობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან გამოქვეყნებულ ცვლილებას.
1.2. სერვისების გამოყენება : წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის სერვისი გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის და არა მხოლოდ, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების გაწევა. აღნიშნული სერვისების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის და არა მხოლოდ: (ა) არაანაზღაურებადი მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის განთავსებას ვებ-გვერდზე; (ბ) ანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების ფარგლებში სტუდენტებისათვის ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; (გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ პოსტის, ანიმაციის განთავსებას ვებ-გვერდზე, ვებ-გვერდის მომხმარებლისათვის. (შემდგომში ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები)
2. საავტორო უფლებების დაცვა: წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის და არა მხოლოდ, 1.2 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალზე ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა “გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.
წინამდებარე მუხლში მოცემული დანაწესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.
2.1 მომხმარებელთა მიერ განთავსებული მასალა: მომხმარებლის მიერ კომპანიის სოციალური მედიის გვერდზე ნებისმიერი ვიზუალური ან/და ტექსტუალური ან/და სხვა მასალის კომენტარში ან/და სხვა სახით საჯაროდ გაზიარების შემთხვევაში, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული მასალზე საავტორო უფლებების დაცვაზე. ამ შემთხვევაში კომპანია არ აგებს პასუხს, მომხმარებელთა მიერ გაზიარებული ინფორმაციის საავტორო უფლებების დაცვაზე, თუ ნებისმიერი მესამე პირის მიერ მოხდა მომხმარებეთა მიერ განთავსებული მასალის უნებართვო გავრცელება, გადამუშავება ან/და საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა.
3. პერსონალური მონაცემები: კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ, წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პერსონალურ ინფორმაციის შენახვას და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. ვებ-გვერდის გამოყენებისას, არსებული ფორმების შევსებისას , თქვენს მიერ გაზიარებულ პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის. ჩვენ მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისკენ. პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვავრცელებთ ასევე იმისთვის, რომ საიტზე ყოფნისას შემოგთავაზოთ პერსონალური, თქვენს ინტერესებზე მორგებული გამოცდილება და შემდგომ მოგაწოდოთ ის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც თქვენს ინტერესებს შეესაბამება. ჩვენს საიტზე თქვენი მოქმედების გაანალიზების მიზანია ვებ-გვერდის მუდვილი განახლება იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის ნავიგაცია და სასრუველი ინფორმაციის პოვნა მარტივი იყოს. ასევე თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და მათზე მეტი ინფორმაციის მოწოდება. ინფომრაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება. კომპანია მიიღებს ყველა აუცილებელ ორგანიზაციურ და ტექნიკურ ზომას, რათა თქვენი პერსონალური მონაცემები იყოს დაცული და არ მოხდეს მათი შემთხვევითი , მიზანმიმართული ან/და უკანონო გავრცელება ან მოხმარება არაუფლებამოსილი პირის მიერ .
4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა: კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით. ასევე არ გვეკისრება პასუხისმგებლობა და ვალდებულება რაიმეს სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე , რომლებიც მომხარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო.
5. მარეგულირებელი სამართალი: წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითთ. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება მას სრულად.
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
წინამდებარე პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით შპს „სქილკრაფტში“ (ს/კ 405658934) არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. პოლიტიკის მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირება
ჩვენ გპირდებით, რომ:
● ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
● არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
● თქვენი მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყევტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
თქვენთვის აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშობა თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
კომპანიას აქვს თქვენი ინფორმაციის დამუშავების კანონიერი საფუძველი. თქვენი პერსონალური ინფორმაცია მუშავდება კონკრეტული მიზნით რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
პლატფორმაზე არსებული აქტივობები
თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით რომელიმე აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:
● ტრენინგზე რეგისტრაცია
● ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან პროდუქტის ან მომსახურების შეკვეთა;
● ინფორმაციის გაგზავნა და/ან რაიმე ინფორმაციის განხილვის გვერდზე დადება;
● კომენტარის განთავსება, ჩვენთვის ან ჩვენი პარტნიორებისათვის საკუთარი აზრის გაზიარება;
● ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა;
● ჩვენთან დასაქმების მიზნით განცხადების გამოგზავნა;
შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:
საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია
საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. პლატფორმაზე არსებულ აქტივობებში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ აღნიშნულ აქტივობებში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ შემდეგი სახის პირადი (პერსონალური) ინფორმაციის წარმოდგენა:
● თქვენი სახელი და გვარი;
● ელექტრონული ფოსტის მისამართი;
● ტელეფონის ნომერი;
● სხვა დამატებითი ნებაყოფლობით შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ.
როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი გადახდის პროვაიდერის ან/და ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე (გარდა ბარათის ტიპისა და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრისა). იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთის კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.
ინვოისში მითითებული თანხის გადახდით, საბარათე ტრანზაქციით ან ონლაინ განვადების გადახდით და სასწავლო კურსზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით იმ პირობას, რომ გადახდილი საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
თანხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა იყოს დაფიქსირებული კომპანიის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე (info@skillcraft.ge) ელექტრონული წერილის გაგზავნით გზით.