ჩვენს შესახებ

Skillcraft აკადემია - გზა კარიერული მიზნების სრულყოფისკენ!

Საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსმა პროფესიონალებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ მიერ დაგროვილი ცოდნა და უნარები გაგვეზიარებინა ფართო საზოგადოებისთვის.

Skillcraft აკადემია თითოეულ დაინტერესებულ პირს პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და თანამედროვე ბაზრისთვის საჭირო უნარების ათვისებას სთავაზობს, რისი მეშვეობითაც ისინი გაიმყარებენ აკადემიურ სივრცეებში მიღებულ თეორიულ ცოდნას და შეძლებენ, რომ ბაზრისთვის საჭირო მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

კურსების შესახებ:

Skillcraft აკადემია მორგებულია მონაწილეთა ინტერესებზე, რაც გამოიხატება კურსების მოქნილი გრაფიკისა და ფორმატის შეთავაზებით - კურსები ჩატარდება როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ფორმატში, ხოლო მათი დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო, ორენოვანი, სერტიფიკატი.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ტრეინინგებზე - https://www.skillcraft.ge/ka/trainings 

Skillcraft აკადემიის მისია:

თანამედროვე სამყაროში არსებობს ტენდენცია, რომ პროფესიული განათლების მისაღებად მხოლოდ და მხოლოდ აკადემიურ სივრცეებში(უნივერსიტეტებში) მოხვედრა აღარ არის საჭირო. 

Სწორედ ამიტომ, სხვადასხვა დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად, Skillcraft აკადემია მიზნად ისახავს მონაწილეთა გადამზადებას ან მათთვის ნოვაციური, მოთხოვნადი მიმართულებების შეთავაზებას.

Skillcraft აკადემიის მისიაა, რომ არ კონცენტრირდეს კონკრეტულ მიმართულებაზე და დაინტერესებულ პირებს მისცეს უნიკალური, მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, რომელიც თანხვედრაში მოვა მათ მიერ მიღებულ თეორიულ ცოდნასთან.

გამოცდილება

პარტნიორი

00

პარტნიორი

კურსდამთავრებული

00

კურსდამთავრებული

ჩატარებული ტრეინინგი

00

ჩატარებული ტრეინინგი