Information Technology Law: AI, Big Data, and Regulatory Frameworks

ტრენინგი საშუალებას აძლევს მსმენელს კრიტიკულად შეაფასოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სამართლის სფეროში არსებული ფუნდამენტური სამართლებრივი საკითხები. მსმენელი პირველ რიგში გაეცნობა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის რეგულირების მეთოდებს, შემდგომ კი მიმოიხილება თუ როგორ უპასუხა კანონმა არსებულ გამოწვევებს. მსმენელი გაეცნობა ევროკავშირის მასშტაბით ინფორმაციული ტექნოლოგიების, სოციალური პლათფორმების, ხელოვნური ინტელექტის და დიდი მონაცემების ჭრილში არსებულ როგორც ძველ ასევე უახლეს რეგულაციებს როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR) ციფრული ბაზრის აქტი (Digital Markets Act), ციფრული სერვისების აქტი (Digital Services Act), ხელოვნური ინტელექტის აქტი (AI Act) და სხვა, ამავდროულად მიმოხილული იქნება ამ დარგის ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

სილაბუსი

კვირა 1: შესავალი ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სამართალში

  • ინტერნეტის რეგულირების მეთოდები:  თვითრეგულირება, თანარეგულირება და რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან.  

კვირა 2: პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR)

    • პერსონალური მონაცემების რეგულაციის განხილვა AI და დიდი მონაცემების დამუშავების ჭრილში.
    • სოციალური პლათფორმების მიმართ გამოტანილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვა ალგორითმებისა და პერსონალური მონაცემების კომპონენტებით. (Clearview AI Inc. (EUR 5.2 million), Deliveroo & Uber platform's use of algorithms, Tik Tok, Meta, Schrems II and etc.

კვირა 3: Digital Markets Act (DMA)

    • რას არეგულირებს DMA, რა გავლენა აქვს მას დიდ ონლაინ პლათფორმებზე
    • დიდი ონალინ პლათფორმების რეაგირება DMA-ის ირგვლივ (How are the gatekeepers responding so far? Google, Meta, Amazon, TikTok, Microsoft.)

კვირა 4: Digital Services Act (DSA)

    • რას არეგულირებს DSA, რა გავლენა აქვს მას დიდ ონლაინ პლათფორმებზე
    • კონტენტ მოდერაციის ვალდებულება (Liability regime and content moderation obligations (Notice & Action))

კვირა 5: AI Act

    • რას არეგულირებს AI Act
    • ხელოვნური ინტეექტი და ეთიკა

 

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

Trainer

Mariam Sharangia

უკავია პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურისტის პოზიცია მარკეტინგულ ტექნოლოგიური მიმართულებით და პასუხისმგებელია ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის რეგიონებზე;

სასექსის უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მაგისტრი (IT&IP Law LLM);

ლონდონში საქმიანობა დაიწყო კომპანია KINESSO-ში, რომელიც არის შვილობილი კომპანია ციფრული მარკეტინგის და რეკლამის მიმართულებით მსოფლიო ხუთეულში მყოფ ჰოლდინგ ორგანიზაციაში - IPG, იგი პასუხისმგებელი იყო KINESSO-ს ინოვაციური, მონაცემებზე დაფუძნებული, ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების კანონთან შესაბამისობაზე.

ამჟამად უკავია პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურისტის პოზიცია სათაო ორგანიზაცია IPG-ში და მისი პასუხისმგებლობა ვრცელდება სხვა შვილობილ კომპანიებზეც.

2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და აქვს მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილება სამოქალაქო-ადმინისტრაციული კუთხით.

Price
₾500 ₾ 850
  • Period28/05/2024 - 25/06/2024
  • Duration1 Month
  • Schedule

    Tue 21:00-22:00
     

  • Language Georgian