მტკიცების ტვირთი დელიქტებზე, სამედიცინო დელიქტებსა და ცილისწამების დავებზე

ტრენინგი შეეხება კერძო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინაერე დავებზე მტკიცების თავისებურებებს, მტკიცების საგნისა და მტკიცების ტვირთის საკითხებს, მათ გამიჯვნას, მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას, მტკიცებულებათა სახეებს და პრაქტიკაში მათი გამოყენების შემთხვევებს; კურსის ფარგლებში განხილული იქნება დელიქტური ზიანის, მათ შორის, სამედიცინო დელიქტის, მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მორალური ზიანის ანაზღაურების დავეზე მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხები.

კურსის მიზანი

მსმენელმა შეძლოს კერძო დავებზე მტკიცების საკითხების გაანალიზება და სწორად გამოყენება. 

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისთვის, სტუდენტებისთვის და საკითხით დაინტერესებულმა სხვა პირებისათვის.

კურსის გავლის შემთხვევაში მსმენელი დაეუფლება კურსის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ სასამართლო პარაქტიკას და განხილულ საკითხებზე არსებულ მიდგომებს.

სილაბუსი

1. მტკიცების თავისებურება კერძო დავებზე, მტკიცების საგანი.

განსახილველი საკითხები:

  • მტკიცებითი საქმიანობის  თავისებურება კერძო დავებზე, გამიჯვნა ადმინისტრაციული სამართალწარმოებისაგან;
  • სასამართლოს აქტიურობის ფარგლები კერძო დავებზე;
  • მტკიცების საგანი.
  • საპროცესო ხანდაზმულობა, ფაქტობრივი გარემოებების მითითების ვადა.

2. მტკიცების საგნის ფორმირება

განსახილველი საკითხები:

  • სასამართლოს როლი მტკიცების საგნის ფორმირებაში.
  • სადავო და უდავო ფაქტების გამიჯვნა
  • მხარის აღიარება; მისი გამიჯვნა სარჩელის ცნობისაგან
  • პრეიუდიციები და საყოველთაოდ მიჩნეული ფაქტები

3. მტკიცებულებები. ზეპირი ფორმით მიღებული მტკიცებულებები და მათი ფიქსაცია. დასაშვებობის კრიტერიუმები

განსახილველი საკითხები:

  • მხარეთა (მესამე პირთა)  ახსნა-განმარტება; წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
  • მხარეთა ახსნა-განმარტების მიღების და გამოკვლევის პროცესუალური წესი. 
  • მოწმის ჩვენება. მისი მიღების და გამოკვლევის პროცესუალური წესი.
  • მოწმის წერილობითი ჩვენების საპროცესო სტატუსის პრობლემა;
  • არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის თავისებურებები.
  • მტკიცებულებათა განკუთვნადობა და იურიდიული ძალა.

4. მტკიცებულებები. წერილობითი სახის მტკიცებულებები.  დასაშვებობის კრიტერიუმები

განსახილველი საკითხები:

  • წერილობითი მტკიცებულება. მისი წარდგენის ფორმა; დოკუმენტის ასლისათვის მტკიცებულების ძალის მინიჭების პრობლემა.
  • საბუთის სიყალბე; მტკიცების ტვირთი.
  • ნივთიერი მტკიცებულებები. მალფუჭებადი ნივთიერი მტკიცებულება და მისი ფიქსაციის პრობლემა სასამართლო პრაქტიკაში. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მნიშვნელობა. 
  • ელექტრონული მიმოწერის/სატელეფონო საუბრის/აუდიო ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენებას პრობლემა.
  • ექსპერტის დასკვნა. ექსპერტის დასკვნის საპროცესო სტატუსი; სასამართლოს როლი ექსპერტიზის დანიშვნაში. 
  • სასამართლოს მეგობრის მოსაზრების პროცესუალური მნიშვნელობა. 
  • ფაქტის კონსტატაცია. მისი განსხვავება ადგილზე დათვალიერებისაგან; 
  • მტკიცებულებათა განკუთვნადობა და იურიდიული ძალა.

5. მტკიცების ტვირთი.  პრეზუმციები.

განსახილველი საკითხები:

  • მტკიცების ზოგადი და სპეციალური წესი; 
  • მტკიცების სტანდარტი; მატერიალუსამართლებრივი პრეზუმფციები და მათი პროცესუალური მნიშვნელობა.
  • მტკიცების ტვირთის გადანაწილება. მტკიცების ტვირთის შებრუნება
  • ფაქტების მითითების და დამტკიცების ტვირთი.

6. დელიქტით განპირობებული ზიანის ანაზღაურება გამარტივებული წესით.

განსახილველი საკითხები:

  • დელიქტური ზიანი.
  • დელიქტური ზიანის ანაზღაურების შესახებ დავათა განხილვის გამარტივებული წესი.
  • სასარჩელო წარმოების და გამარტივებული წარმოების თავისებურებები.
  • მტკიცების საგანი. მტკიცების სტანდარტი.

7. სამედიცინო დელიქტი.

განსახილველი საკითხები:

  • სამედიცინო დელიქტის იურიდიული კვალიფიკაცია.
  • სამედიცინო დელიქტი თუ სახელშეკრულებო ზიანი.
  • მოთხოვნათა კონკურენცია და მისი მნიშვნელობა მტკიცების საგნის ფორმირებაში.
  • მტკიცების ტვირთი. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ბრალეულობის პრეზუმფცია.
  • ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

8. მომეტებული საფრთის წყაროთი მიყენებული ზიანი.

განსახილველი საკითხები:

  • სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი დელიქტი.
  • ნაგებობიდან მომდინარე საფრთხით გამოწვეული დელიქტი.
  • მტკიცების საგანი. მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი.
  • ბრალისგარეშე პასუხისმგებლობა.
  • ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

9. მორალური  ზიანი. მტკიცების სტანდარტი.

განსახილველი საკითხები:

  • მატერიალური და მორალური ზიანის გამიჯვნა.
  • დელიქტით განპირობებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაზრალებულისათვის.
  • დელიქტით განპირობებული მორალური ზიანის ანაზღაურების პრობლემა დაზარალებულის ახლობლისათვის.
  • მტკიცების საგანი. მტკიცების ტვირთი.

10. დიფამაცია. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

განსახილველი საკითხები:

  • გავრცელებული ინფორმაციის კვალიფიკაციის პრობლემა. ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა.
  • ცილისწამება.
  • ზიანის ანაზღაურება. მისი ოდენობის დადგენის პრობლემა.
  • მტკიცების საგანი. მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემა.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

 

ტრენერი

ილონა გაგუა

სამართლის დოქტორი, პროფესორი, კითხულობს ლექციებს კერძო სამართლის მიმართულებით წამყვან უნივერსიტეტებში. არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე, აქვს სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის არაერთი მონოგრაფიისა და კვლევის ავტორი , მათ შორისაა : („მტკიცების ტვირთი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას“ , ჟურ : მართლმსაჯულება და კანონი 2021 წ., მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო სამართალში,გამომცემლობა მერიდიანი.  „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათი სამართლებრივ დავებზე“, გამომცემლობა „ბონა კაუზა“. „ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა „ , საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა და სხვა.)

ღირებულება
₾500 ₾ 800
  • ხანგრძლივობა1 თვე და 1 კვირა
  • განრიგი

    ოთხ 21:00-22:30
    პარ 21:00-22:30

  • ენა ქართული