ტრენინგი საშუალებას აძლევს მსმენელს კრიტიკულად შეაფასოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სამართლის სფეროში არსებული ფუნდამენტური სამართლებრივი საკითხები. მსმენელი პირველ რიგში გაეცნობა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის რეგულირების მეთოდებს, შემდგომ კი მიმოიხილება თუ როგორ უპასუხა კანონმა არსებულ გამოწვევებს. მსმენელი გაეცნობა ევროკავშირის მასშტაბით ინფორმაციული ტექნოლოგიების, სოციალური პლათფორმების, ხელოვნური ინტელექტის და დიდი მონაცემების ჭრილში არსებულ როგორც ძველ ასევე უახლეს რეგულაციებს როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR) ციფრული ბაზრის აქტი (Digital Markets Act), ციფრული სერვისების აქტი (Digital Services Act), ხელოვნური ინტელექტის აქტი (AI Act) და სხვა, ამავდროულად მიმოხილული იქნება ამ დარგის ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
სილაბუსი
1 : შესავალი ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სამართალში
2 : პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR)
3 : Digital Markets Act (DMA)
4 : Digital Services Act (DSA)
5 : AI Act
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.