სტარტაპ ტრენინგი: ინვესტიციის მოძიება სტარტაპებისთვის

კურსის მიზანი

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა:

  1. დამოუკიდებლად განსაზღვრონ თავიანთი სტარტპებისთვის საჭირო ინვესტორი
  2. მოახდინონ სტარტაპის ფინანსური მოდელის შექმნა
  3. შეაფასონ სტარტაპის საინვესტიციო ღირებულება
  4. მოამზადონ ინვესტორებთან წარსადგენი Term Sheet

სილაბუსი

  1. სტარტაპის დაფინანსების პროცესი - პირველ ლექციაზე განხილული იქნება სტარტაპის დაფინანსების მთლიანი პროცესი, იდეის დონიდან IPO-ზე გასვლამდე
  2. რა არის ანგელოზ ინვესტირება - მეორე ლექციაზე განხილული იქნება რა არის ანგელოზ ინვესტირება. როგორი ტიპის ანგელოზ ინვესტორები არსებობენ
  3. რა არის ვენჩორული კაპიტალი - მესამე ლექციაზე განხილული იქნება რა არის ვენჩორული კაპიტალი. როგორი ტიპის ვენჩორული კაპიტალის ფონდები არსებობენ.
  4. ანგელოზი ინვესტორები VS ვენჩორული კაპიტალის ფონდები - მეოთხე ლექციაზე განხილული იქნება ძირითადი განსხვავებები ანგელოზ ინვესტორებსა და ვენჩორული კაპიტალის ფონდებს შორის. განვითარების რომელ ეტაპზე ვის უნდა მიმართოს სტარტაპმა
  5. შემოსავლების მოდელის შექმნა - 5 ლექციაზე განხილული იქნება ბიზნეს მოდელის სტრიქტურა. შემოსავლების მოდელის შექმნა Top Down მეთოდის გამოყენებით. ბაზრის ანალიზის ხელსაწყოები.
  6. ფინანსური მოდელირება - 6 ლექციაზე განხილული იქნება როგორ უნდა შევქმნათ ინვესტორებთან წარსადგენი ფინანსური მოდელი
  7. სტარტაპის შეფასება - მეშვიდე ლექციაზე განხილული იქნება ტოპ 7 მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ხდება სტარტაპის შეფასება
  8. საინვესტიციო წინადადების მომზადება - მერვე ლექციაზე განხილული იქნება როგორ ხდება საინვესტიციო წინადადების მომზადება. რა არის საინვესტიციო უკუგების ანალიზი
  9. Safe Note - მეცხრე ლექციაზე განხილული იქნება რა არის SAFE NOTE და რა დატვირთვა აქვს სტარტაპისთვის
  10. Term Sheet - მეათე ლექციაზე განხილული იქნება რა არის Term Sheet და მისი სახეობები
  11. One Pager ის მომზადება - მეთერთმეტე ლექციაზე განხილული იქნება როგორ მზადდება One Pager და რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი
  12. საინვესტიციო Pitch Deck ის მომზადება - მეთორმეტე ლექციაზე განხილული იქნება როგორ მზადდება საინვესტიციო Pitch Deck და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ინვესტორის დასაინტერესებლად.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

ტრენერი

დავით ჩიხლაძე

სტარტაპ ეკოსისტემაში და ვენჩორული კაპიტალის ინდუსტრიაში მუშაობის +10 წლიანი გამოცდილება. იკავებდა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, სადაც მის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა ტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო ღირებულების შეფასება ( start-up valuation), საინვესტიციო წინადადების მომზადება. 2018 წელს მან დაარსა საქართველოში პირველი სტარტაპებზე ფოკუსირებული საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია ინვესტო ( www.investo.ge ) , რომელიც ერთის მხრივ სტარტაპებს ეხმარება ინვესტიციების და გრანტების მოზიდვაში, ხოლო ანგელოზ ინვესტორებს და ვენჩორული კაპიტალის ფონდებს სთავაზობს პორტფოლიოს მართვის სერვისებს. ამ ეტაპისთვის ინვესტოს პორტფოლიო შედგება 170 სტარტაპისგან, რომლისთვისაც მოხდა 14 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. დავითი ასევე იკავებს მენტორის თანამდებობას დუბაიში დაფუძნებული საერთაშორისო აქსელერატორ Faster Capital ში , სადაც კითხულობს ლექციებს სტარტაპების დაფინანსების მოძიებაზე.

ღირებულება
₾500 ₾ 650
  • პერიოდი05/07/2024 - 15/08/2024
  • ხანგრძლივობა1 თვე და 15 დღე
  • განრიგი

    ოთხ 20:00-21:00
    პარ 20:00-21:00

  • ენა ქართული