კურსი განკუთვნილია იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ მეტი შეიტყონ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების შესახებ. კურსის ფარგლებში შეისწავლით ხელოვნური ინტელექტის ძირითად კონცეფციებს, გაეცნობით დიდი ზომის ენის მოდელების (LLM) შესაძლებლობებს, გაიგებთ როდის არის AI-ის გამოყენება უფრო ეფექტური და როდის უმჯობესია მარტივი ტიპის ავტომატიზაციით ამოცანის გადაჭრა. ასევე, გაიგებთ როგორ გამოყენოთ AI ეთიკურად და ეფექტურად თქვენს ორგანიზაციაში. კურსის ბოლოს შეძლებთ დამოუკიდებლად დასახოთ AI-ის თქვენს ორგანიზაციაში ინტეგრაციის გეგმა, რომელიც უპასუხებს თქვენს ბიზნეს გამოწვევებს.
სესია 1: ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები
მოკლე შესავალი იმის შესახებ, თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ განსხვავდება იგი ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფისგან და რა არის მისი ამჟამინდელი შესაძლებლობები და შეზღუდვები. თქვენ შეისწავლით ძირითად კონცეფციებს და ბიზნესში გამოყენების გავრცელებულ შემთხვევებს.
სესია 2: დიდი ზომის ენის მოდელები (LLM)
მოიცავს ინფორმაციას დიდი ზომის ენის მოდელების შესახებ და ადარებს პოპულარულ მოდელებს, როგორიცაა GPT, Claude და Llama. თქვენ ისწავლით, როდის და როგორ აირჩიოთ სწორი მოდელი კონკრეტული ბიზნეს ამოცანის გადასაჭრელად.
სესია 3: AI აგენტები VS ტრადიციული ავტომატიზაცია
ლექციის დროს ვისაუბრებთ თუ რა განსხვავებაა AI აგენტებსა და ტრადიციულ ავტომატიზაციას შორის. ასევე, განვიხილავთ თუ როგორ უნდა მიიღოს ბიზნესმა სწორი გადაწყვეტილება იმის შესახებ, როდის გამოიყენოს AI და როდის უმჯობესია მარტივი ტიპის ავტომატიზაცია.
სესია 4: AI-ის გამოყენების პრაქტიკული შემთხვევები ბიზნესში
აქცენტს გავაკეთებთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკულ use case-ებზე (მაგ., მომხმარებელთა მხარდაჭერა, ფინანსები, HR). გაიგებთ, თუ რომელ სფეროებში შეუძლია AI-ს ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა და შეძლებთ AI ინტეგრაციისთვის საჭირო პირველადი გეგმის შედგენას.
სესია 5: პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტი (ეთიკური ნორმები, მიკერძოება, მმართველობა)
ვისაუბრებთ AI-ის გამოყენების ეთიკურ საკითხებზე, პოტენციური მიკერძოების შემთხვევებზე, მონაცემთა კონფიდენციალურობასა და შესაბამისობაზე. თქვენ გაეცნობით ძირითად პრინციპებს თქვენს ორგანიზაციაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი დანერგვის შესახებ.
სესია 6: AI-ის ინტეგრაცია (პრაქტიკული სესია)
გაიგებთ როგორ დაგეგმოთ AI პროექტები კონცეფციის დამტკიცებიდან პროდუქტის მიღებამდე. ისწავლით რესურსების საჭიროებების, ინტეგრაციის სტრატეგიებისა და წარმატების მეტრიკების შესახებ.
სესია 7: პრომპტ ინჟინერია და ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქცია
მოიცავს ეფექტური პრომპტების შექმნას და AI-ის მიერ გენერირებული შედეგების დახვეწას. თქვენ შეძლებთ ისეთი პრომპტების შექმნას, რომლებიც იძლევა უფრო ზუსტ პასუხებს განსაზღვრული ფორმატით და სტილით.
სესია 8: AI-ის მომავალი და სტრატეგიული დაგეგმვა
განვიხილავთ მზარდ ტენდენციებსა და გრძელვადიან სტრატეგიას ხელოვნური ინტელექტის დანერგვისთვის. თქვენ შეიმუშავებთ გეგმას, რათა დარჩეთ კონკურენტუნარიანი ბაზარზე და გაზარდოთ ბიზნეს-ოპერაციების ეფექტურობა.
ტრენინგი ტარდება ონლაინ ფორმატში
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.