საქართველოს საგარეო პოლიტიკა: ვეფხისტყაოსნიდან ევროპის კავშირამდე

ტრენინგის მიზანია მსმენელებს და მონაწილეებს მისცეს საბაზისო ცოდნა პოლიტიკის შესახებ, თუ რა არის პოლიტიკა და რატომ უნდა იყოს ადამიანი პოლიტიკურად აქტიური.

ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს საქართველოს პოლიტიკური ისტორიის კრიტიკულ გააზრებაში, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გააზრებაში, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში გეოპოლიტიკური ნიშის პოვნა.

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას საერთაშორისო ურთიერთობებსა და საგარეო პოლიტიკის შესახებ, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. მსმენელები ასევე მიიღებენ საბაზისო ცოდნას ევროპის კავშირზე, მის ისტორიაზე, ღირებულებებსა და სტრუქტურულ ერთეულებზე; საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებსა და მის დინამიკაზე. დაბოლოს საუბარი იქნება საქართველოს იდენტობასა და ვეფხისტყაოსანზე როგორც პოლიტიკურ წიგნზე.

სილაბუსი

  1. რა არის პოლიტიკა. (რა არის პოლისი, რას ნიშნავს პოლიტიკური ცხოველი, რა არის პოლისის საქმეები, რას ნიშნავს აპოლიტიკური, რატომ არ უნდა იყო აპოლიტიკური)
  2. საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა (რა გეოპოლიტიკური ნიშა ეკავა საქართველოს. კონსტანტინოპოლის დაცემა. შავის ზღვის როლი. ცენტრალური დერეფნის იდეა)
  3. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები
  4. ევროპის კავშირი - ისტორია, ღირებულებები, პერსპექტივები
  5. საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობები (პარტნიორობიდან კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე)
  6. ვეფხისტყაოსანი როგორ პირველი ქართული წიგნი საერთაშორისო პოლიტიკაზე

ტრენერი

გია ჯაფარიძე

გია (გაიოზ) ჯაფარიძე არის საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების და საქართველოს პოლიტიკის ლექტორი, ის ასევე ასწავლის საქართველოს სხვა კერძო უმაღლეს სასწავლებლებში (ჯიპა, კავკასიის უნივერსიტეტი). გია ჯაფარიძე არის ყოფილი დიპლომატი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში სხვადასხვა დროს ის იყო კვიპროსის რესპუბლიკასა (2012-2013) და პორტუგალიის რესპუბლიკაში (2010-2011) საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ასევე მუშაობდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სექციაში და ათენსა და ლისაბონში საქართველოს საელჩოებში მრჩევლის თანამდებობაზე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში. მას დამთავრებული აქვს თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით და ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ, სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლა პოლიტიკის მეცნიერებების და სახელმწიფო მართვის სპეციალობით (საერთაშორისო და ევროპული სწავლებების განხრა). ამჟამად არის საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი. გია ჯაფარიძე აქვეყნებს სტატიებს საქართველოს პოლიტიკის, საერთაშორისო პოლიტიკის, ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების პოლიტიკის საკითხებზე. მისი ექსპერტიზის სფეროა ბალკანეთის და ხმელთაშუა ზღვის აუზის ფართო რეგიონი, საბერძნეთი, კვიპროსი, ბერძნულ-თურქული ურთიერთობები, ლუზოფონური ქვეყნები, ევროპის კავშირი, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა. ის იყო საქართველოს რეფორმების ასოციაციის და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი და არის ილია ჭავჭავაძის ცენტრის ბორდის წევრი.

ღირებულება
₾400 ₾ 650
  • ხანგრძლივობა3 კვირა
  • განრიგი

    ორშ 20:00-21:30
    ხუთშ 20:00-21:30

  • ენა ქართული