B2B გაყიდვების თანამედროვე ტექნიკები

ტრენინგის მოკლე აღწერა

თანამედროვე სამყაროში უამრავი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი არსებობს, რომელიც გაყიდვების სპეციალისტს უმარტივებს სამუშაო პროცესს და ეხმარება უკეთესი შედეგების მიღწევაში. ხშირად, ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებასთან ერთად, გაყიდვების სფეროში დასაქმებულებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია თანამედროვე ინსტრუმენტებზე, მათი გამოყენების შესაძლებლობებზე.

ტრენინგი ფოკუსირებულია პრაქტიკულ დავალებებსა და რეალურ მაგალითებზე, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ მიღებული ცოდნა თავიანთ საქმიანობაში, უფრო ეფექტურად მართონ კლიენტების ბაზა, განავითარონ მოლაპარაკების უნარები და შედეგად გაზარდონ გაყიდვების მაჩვენებლები.

ტრენინგი დაგეხმარებათ:

  • გაეცნოთ და დაეწიოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ტემპს;
  • გააუმჯობესოთ თქვენი სამუშაოს ეფექტურობა;
  • გაზარდოთ თქვენი შესაძლებლობები.

ტრენინგის მიზანია:

  •  გაყიდვების სპეციფიკის იდენტიფიცირება;
  •  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაყიდვების პროცესის სრულყოფა;
  •  გაყიდვების სპეციალისტის უნარების გაძლიერება.

ტრენინგის ფარგლებში ისწავლება:

  •  როგორ განსაზღვროთ პრიორიტეტები და მართოთ დრო ეფექტურად;
  •  შექმნათ პერსონალიზებული გაყიდვების სტრატეგიები, · გააუმჯობესოთ კლიენტებთან კომუნიკაცია, რათა უკეთ დაინახოთ მათი საჭიროებები;
  •  მაქსიმალურად მოარგოთ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება კლიენტის საჭიროებებს;
  •  მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

ტრენინგის თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ინდივიდუალური კონსულტაცია, რაც გააძლიერებს მათ პროფესიულ განვითარებას.

სილაბუსი

I შეხვედრა - გაყიდვების სისტემური ხედვა

  •  როლური მოდელები (SDR, AE, CS, Full Cycle) და მათი ადგილი თანამედროვე გაყიდვებში
  • გაყიდვების სპეციალისტის წარმატების რეალური საზომები

II შეხვედრა - შიში როგორც გაყიდვების მთავარი მოტივატორი

  • როგორ მუშაობს შიში როგორც მოტივატორი და სად იჩენს თავს B2B კომუნიკაციაში
  • როგორ შევამჩნიოთ შიში დიალოგში და როგორ ვაქციოთ ის გადაწყვეტილების კატალიზატორად

III შეხვედრა - ცნობისმოყვარეობა: ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე

  • ცნობისმოყვარეობის 5 ტიპი და როგორ ამოვიცნოთ ისინი კლიენტის კითხვებში
  • ინტერესის გადაყვანა მოქმედებაში: როგორ ვაქცევთ ცნობისმოყვარეობას გადაწყვეტილებად

IV შეხვედრა - მოტივაციების რუკა: რა მართავს მყიდველს?

  • სიხარბე, სიამაყე, კუთვნილება, სამართლიანობა და თვითრეალიზაცია — პრაქტიკული მიდგომები
  • როგორ ვცნობთ მოტივაციას დიალოგისას და როგორ ვსაუბრობთ კლიენტის ენაზე

V შეხვედრა - ტექნოლოგიური ინსტრუმენტები I: აუთრიჩი და პირველადი კომუნიკაცია

  • LinkedIn, Sales Navigator და პერსონალიზებული აუთრიჩის ტექნიკები
  • ავტომატიზაცია, სტრუქტურირებული მესიჯები და ციფრული ქცევის წაკითხვა

VI შეხვედრა - ტექნოლოგიური ინსტრუმენტები II: CRM და მენეჯმენტ პროცესები

  • CRM-ს ეფექტური გამოყენება
  • კონვერსიის ანალიზი, სტატუსების მართვა და follow-up სტრატეგიების ავტომატიზაცია

VII შეხვედრა - საჭიროებების აღმოჩენა SPIN-ის ჭრილში

  • SPIN ტექნიკის ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია
  • როგორ დავუკავშიროთ პრობლემები რეალურ მოტივაციებს და ვმართოთ დიალოგი ღირებულებაზე

VIII შეხვედრა - გაყიდვის მეორე მხარე: რა პრობლემებს ვყიდით ჩვენს პროდუქტთან ერთად

  • კლიენტი არ ყიდულობს პროდუქტს — ის ღებულობს ცვლილებას, რომელსაც თან სდევს გაურკვევლობა, პასუხისმგებლობა და შიში
  • როგორ ვმართოთ შიდა წინააღმდეგობა და დავეხმაროთ კლიენტს სარისკო არჩევანის გაკეთებაში

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

ტრენერი

ალექსანდრე ჩხეიძე

Cultivating Sales Excellence and Positivity in the Georgian Sales Community.

  • Signify, Chief Revenue Officer
  • NGT Group, Head of Sales Department
  • F1 - IT Outsourcing Company, Sales Executive
     
ღირებულება
₾650
  • პერიოდი17/04/2025 - 15/05/2025
  • ხანგრძლივობა1 თვე
  • განრიგი

    ორშაბათი: 19:00-21:00
    ხუთშაბათი: 19:00-21:00

  • ენა ქართული