დანაშაულის ნავიგაცია ციფრულ სამყაროში

აღნიშნული ტრენინგი დატვირთულია ინფორმაციით მრავალ პროფილური ტექნოლოგიური ინსტრუმენტების შესახებ, რომელმაც თავისმხრივ გავლენა იქონია დანაშაულზე და შესაბამისად გააჩინა ახალი დანაშაულის ფორმები. ტრენინგების მანძილზე განხილული იქნება სწორედ ასეთი დანაშაულის ფორმები და მეთოდები. 

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მსმენელს გააცნოს ის ტექნოლოგიური გამოწვევები, რომლის წინაშეც დღესდღეობით დგას თანამედროვე საზოგადოება.

ტრენინგის გავლის შემდგომ მსმენელი იქნება მეტად ინფორმირებული და შესაბამისად შეძლებს თავიდან აირიდოს მსგავსი დანაშაულები.

სილაბუსი

  • ტექნოლოგიების როლი საზოგადოებაში
  • ბლოკჩეინი
  • კრიპტოვალუტა
  • ფინანსური დანაშაულის გზები  დეცენტრალიზებულ სისტემაში
  • ხელოვნური ინტელექტი
  • ხელოვნური ინტ. როლი კიბერდანაშაულში, მეტავერსი
  • სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოწვევები
  • ეთიკური ჰაკინგი და კიბერუსაფრთხოება
  • დანაშაულის ფორმების სამომავლო ტენდენციები
  • კეთილსინდისიერი გამოგონებები

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

ტრენერი

ქეთი ბურდული

იურისტი/ტექ. დანაშაულების სპეციალისტი 

მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური დანაშაულების, კერძოდ კრიპტო ვალუტის საშუალებით განხორციელებული თაღლითური სქემების მიმართულებით.

ეკავა თაღლითური სქემების ანალიტიკოსის შემდგომ კი იურიდიული მრჩეველის პოზიცია ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში არსებულ კერძო საგამოძიებო სტრუქტურაში. 

KYC/AML სპეციალისტის მრავალწლიანი გამოცდილება ქართულ ფინტექ ეკოსისტემაში. 

- საერთაშორისო სამართლის მაგისტრი (LLM)

- დანაშაულის და მართლმსაჯულების მაგისტრი (MSc)

ღირებულება
₾650 ₾ 850
  • ხანგრძლივობა1 თვე და 1 კვირა
  • განრიგი

    ორშ 20:00-21:30
    ხუთშ 20:00-21:30

  • ენა ქართული