ქცევის მართვა

მოცემული ტრენინგ-კურსი შეიცავს ინფორმაციას ქცევის რაობის, მისი მიზეზებისა და მიზნების შესახებ.  როგორ დავისწავლით ადამიანები კონკრეტულ ქცევებს, როგორ მოვახდინოთ პოზიტიური ქცევების მხარდაჭერა, ხოლო არასასურველი ქცევების ჩაქრობა. რა გავლენა აქვს ქცევის ფორმირებაში დასჯას.  როგორ ვმართოთ ქცევა ჯგუფთან მუშაობის შემთხვევაში. რა არის ABC მოდელი.

ტრენინგის მიზანი:

მსმენელმა გაიფართოვოს ცოდნა ადამიანის ქცევის შესახებ და აქედან გამომდინარე შეძლოს ინდივიდის პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა, ხოლო არასასურველი ქცევის ჩაქრობა.

სამიზნე აუდიტორია:

ტრენინგი განკუთვნილია პედაგოგებისთვის, სპეცმასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, აღმზრდელებისთვის,ფსიქოლოგიის სტუდენტებისთვის, ქცევითი თერაპევტობის მსურველთათვის და ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს ინდივიდის ქცევის მართვა.

 

სილაბუსი:

  •  ქცევის მიზნები და მიზეზები,  ქცევის მახასიათებლები, ქცევის მართვის ეტაპები;
  •  ქცევის აღწერა, ABC მოდელი, წინაპირობასა და შედეგში ჩარევა;
  •  დადებითი და უარყოფითი განმტკიცება, განმამტკიცებლის სახეები, გაბმტკიცების განრიგი; განმამტკიცებლის გამოყენების წესები;
  • დადებითი და უარყოფითი დასჯა,  დასჯის გამოყენების წესები, ქცევის ჩაქრობა. ზეკორექცია და მისი გამოყენების წესები;
  • ჯგუფში ქცევის მართვის სტრატეგიები;

 

 

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

ტრენერი

მარიამ ფაცურია

 განათლების ფსიქოლოგი / უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

აქტიურად ატარებს ტრენინგ-სემინარებს განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით. 
„ პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა სასკოლო გარემოში“  (მასწავლებელთა სახლი);
კერძო საშუალო სკოლა „აისი“ - ფსიქოლოგი და უფროსი სპეციალური მასწავლებელი.

ღირებულება
₾450
  • ხანგრძლივობა2 კვირა
  • განრიგი

    ხუთშ 20:00-21:30
    კვირა 17:00-18:30

  • ენა ქართული