ტრენინგის მიზანი:
თეორიული ცოდნისა და მაგალითების საფუძველზე, მსმენელს
გამოუმუშავდება კონფლიქტების არსის გაანალიზების, კონფლიქტების ტიპის
დადგენის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შემდგომი ესკალაციის
ხელშემწყობი ფაქტორების, ასევე, კონფლიქტში მონაწილე მხარეების
ჭეშმარიტი ინტერესებისა და როლის დადგენის უნარები. მსმენელი გაერკვევა,
თუ როგორ ხდება კონფლიქტის მართვა სხვადასხვა ეტაპზე.
მოსმენილისა და სიმულაციური თამაშებიდან მიღებული პირადი
გამოცდილების საფუძველზე მსმენელს ასევე შეექმნება წარმოდგენა, თუ
როგორ დაგეგმოს და წარმართოს მოლაპარაკებისა და მედიაციის პროცესი
მოლაპარაკების სწორი ტექნიკის შერჩევის, დიპლომატიური ენის გამოყენების,
მომლაპარაკებელ მხარეებთან ფსიქოლოგიური და სხვა ხასიათის წინასწარი
სამუშაოების ჩატარების საშუალებით.
ტრენინგის ფარგლებში ასევე განვიხილავთ კონფლიქტების თავიდან აცილების
მიზნით პრევენციული მექანიზმების შემუშავების საკითხსაც, მათ შორის,
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
ჩართულობით.
ტრენინგების რაოდენობა:
8 ტრენინგი (90 წუთი, კვირაში ორჯერ)
ტრენინგის თემები:
კონფლიქტის წყაროები: „Need-greed-creed-triggers“. კონფლიქტის მართვის მექანიზმების სპექტრი: ძალა, იძულება, არბიტრაცია, მოლაპარაკება, მედიაცია, შერიგება.
ქვეყანათაშორისი და რეგიონალური კონფლიქტები, მათი წარმოშობის მიზეზები და დინამიკა. გეოპოლიტიკა, რეალ-პოლიტიკა, იდეალ-პოლიტიკა და კაპიტალ-პოლიტიკა.
სამოქალაქო და ახალი სახელმწიფოთა წარმომქმნელი კონფლიქტები, დემოკრატია და უსაფრთხოების დილემა სამოქალაქო ომების მოგვარებისას. სამოქალაქო საზოგადოების როლი შიდა კონფლიქტების მოგვარების საქმეში.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.