ტრენინგი შეეხება შრომის უფლებისა და შრომითი ურთიერთობის უპირატესობის საკითხებს, შრომითი ურთიერთობის ვადისა და შრომის ანაზღაურების საკითხებს, დისკრიმინაციის დაუშვებლობას შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში, დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს და უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობებს; ასევე, აღნიშნულ დავებში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხებს.
ტრენინგის მიზანი
მსმენელმა შეძლოს შრომითსამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე იმ სადავო საკითხების გამოკვეთა და გაანალიზება, რომელსაც ადგილი აქვს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რაც წარმოადგენს მათ შორის დავის საგანს სასამართლოში და წარმოაჩინოს ამ საკითხებზე არსებული სასამართლო პრაქტიკა და ტენდენციები.
ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?
კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისთვის, სტუდენტებისთვის და საკითხით დაინტერესებულმა სხვა პირებისათვის.
კურსის გავლის შემთხვევაში მსმენელი დაეუფლება კურსის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ სასამართლო პრაქტიკას და განხილულ საკითხებზე არსებულ მიდგომებს.
სილაბუსი
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.