საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი, მათი პრევენცია და მოგვარება მოლაპარაკებების საშუალებით

ტრენინგის მიზანი:

თეორიული ცოდნისა და მაგალითების საფუძველზე, მსმენელს
გამოუმუშავდება კონფლიქტების არსის გაანალიზების, კონფლიქტების ტიპის
დადგენის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შემდგომი ესკალაციის
ხელშემწყობი ფაქტორების, ასევე, კონფლიქტში მონაწილე მხარეების
ჭეშმარიტი ინტერესებისა და როლის დადგენის უნარები. მსმენელი გაერკვევა,
თუ როგორ ხდება კონფლიქტის მართვა სხვადასხვა ეტაპზე.

მოსმენილისა და სიმულაციური თამაშებიდან მიღებული პირადი
გამოცდილების საფუძველზე მსმენელს ასევე შეექმნება წარმოდგენა, თუ
როგორ დაგეგმოს და წარმართოს მოლაპარაკებისა და მედიაციის პროცესი
მოლაპარაკების სწორი ტექნიკის შერჩევის, დიპლომატიური ენის გამოყენების,
მომლაპარაკებელ მხარეებთან ფსიქოლოგიური და სხვა ხასიათის წინასწარი
სამუშაოების ჩატარების საშუალებით.

ტრენინგის ფარგლებში ასევე განვიხილავთ კონფლიქტების თავიდან აცილების
მიზნით პრევენციული მექანიზმების შემუშავების საკითხსაც, მათ შორის,
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
ჩართულობით.

ტრენინგების რაოდენობა:

8 ტრენინგი (90 წუთი, კვირაში ორჯერ) 

ტრენინგის თემები:

  1. კონფლიქტის წყაროები: „Need-greed-creed-triggers“. კონფლიქტის მართვის მექანიზმების სპექტრი: ძალა, იძულება, არბიტრაცია, მოლაპარაკება, მედიაცია, შერიგება.

  2. ქვეყანათაშორისი და რეგიონალური კონფლიქტები, მათი წარმოშობის მიზეზები და დინამიკა. გეოპოლიტიკა, რეალ-პოლიტიკა, იდეალ-პოლიტიკა და კაპიტალ-პოლიტიკა.

  3. სამოქალაქო და ახალი სახელმწიფოთა წარმომქმნელი კონფლიქტები, დემოკრატია და უსაფრთხოების დილემა სამოქალაქო ომების მოგვარებისას. სამოქალაქო საზოგადოების როლი შიდა კონფლიქტების მოგვარების საქმეში. 

  4. მოლაპარაკებები: შეჯიბრებათობა და თანამშრომლობა მოლაპარაკებებში. ინტერესზე დაფუძნებული მოლაპარაკება და მისი ელემენტები. კონფლიქტის გასაანალიზებელი სქემის შედგენა და მზადება მოლაპარაკებისა და მედიაციისათვის.
  5. შეთავაზებების ჩამოყალიბება მოლაპარაკებისათვის: ფორმულირება, ფორმულირების შეცვლა, არჩევანი მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კომუნიკაცია და კონფლიქტი.  პოზიტიური და კონსტრუქციული კომუნიკაცია. მოლაპარაკების ენა - ლინგვისტიკა.
  6. მოლაპარაკების მაგიდის „არქიტექტურა“: ორმხრივი მოლაპარაკების ტიპები, მრავალმხრივი მოლაპარაკებები.  მოლაპარაკების სტილი სხვადასხვა კულტურების მიხედვით.
  7. მედიაციის როლი მოლაპარაკების პროცესში. მედიატორის შერჩევის კრიტერიუმები და გასათვალისწინებელი ფაქტორები. მზადება მედიაციის პროცესისათვის (7 საფეხური). პროცედურული, სუბსტანციური  და ფსიქოლოგიური ინტერესების გათვალისწინება ნაყოფიერი დისკუსიების დასაწყებად.
  8. კონფლიქტების პრევენცია: პრევენციის საშუალებები კონფლიქტის სხვადასხვა ეტაპებზე. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

ტრენერი

ქეთევან გოგოლაშვილი

დიპლომატი 30 წლიანი გამოცდილებით.

2017-2021 წ.წ. იყო დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ქ. ბარსელონაში;

სხვდასხვა დროს მნიშვნელოვან პოსტებს იკავებდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში (1998-2002 წ.),

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში (2008-2011),

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაში (2013-2016წ.),

დამთავრებული აქვს ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ქ. მადრიდის დიპლომატიური სკოლა.

გავლილი აქვს გაეროს კვლევითი ცენტრის UNITAR პროგრამა მშვიდობის დამყარებასა და პრევენციულ დიპლომატიაში (ნორვეგია).

ღირებულება
₾700 ₾ 1200
  • ხანგრძლივობა1 თვე
  • განრიგი

    ორშ 20:00-21:30
    პარ 20:00-21:30

  • ენა ქართული