ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა, პროცესის წარმართვა

ტრენინგის მიზანია დამწყებ ან/და მოქმედ იურისტებს გააცნოს საადვოკატო პრაქტიკა, რაც გულისხმობს როგორც  კლიენტთან (როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირის წარმომადგენლობის შემთხვევაში) ურთიერთობის სპეციფიკას, ასევე,   სამოქალაქო და ადმინისტრაციული პროცესის მიმდინარეობას და მის პრაქტიკულ თავისებურებებს.  კურსი დაეხმარება იურისტებს გაიღრმავონ ცოდნა პროცესუალურ საკითხებში, რაც მათ ბაზარზე გახდით უფრო მოთხოვნადს.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი იქნება მზად სწორად წარმართოს კლიენტთან ურთიერთობა მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.  კურსის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი მიზანია მსმენელს გააცნოს საადვოკატო საქმიანობის სირთულეები და მათი პრევენციის გზები. კლეინტთან ურთიერთობის საწყისი ეტაპიდან, საქმის დასრულებამდე.

ამასთან, საქართველოს რეალობაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც იურისტები კომპანიებს ემსახურებიან მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების კუთხით, რის გამოც, დავის წარმოშობის შემთხვევაში, კომპანიას უწევს დამატებით მოიძიოს გარე კადრი („აუთ სორს კომპანია“), რომელიც წარმართავს დავას სასამართლოში. ხსენებული კურსის გავლის შემდეგ, იურისტს ექნება შესაძლებლობა დამოუკიდებლად წარმართოს პროცესი, კლიენტთან ურთიერთობის დაწყების ეტაპიდან, საქმის დასრულებამდე. 
 

სილაბუსი
 

& თემა 1:

  • ადვოკატის/წარმომადგენლის და კლიენტის/კომპანიის ურთიერთობა, მომსახურების პირობების განსაზღვრა
  • ხელშეკრულების მომზადების პროცესი და დავისთვის მნიშვნელოვანი დეტალების განსაზღვრა
  • ადვოკატის/წარმომადგენლის როლი მხარეების მორიგების პროცესში სასამართლო დავამდე
  • ადვოკატის/წარმომადგენლის როლი მხარეების მორიგების პროცესში სასამართლო დავამდე და         დავის მიმდინარეობისას

& თემა 2:

  • საადვოკატო მომსახურება როგორც ბიზნესი
  • დამოუკიდებლად მუშაობის პრიორიტეტები
  • საადვოკატო ბიუროში მუშაობის პრიორიტეტები

& თემა 3:

  • სარჩელის მომზადების პრაქტიკული თავისებურებები
  • სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს პროცესის სპეციფიკა
  • საკასაციო საჩივარი

& თემა 4:

  • მოპასუხის პასუხის (შესაგებელი) მომზადება, წარდგენის ვადები; ვადის დაცვის მნიშვნელობა
  • დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებელის წარუდგენლობისას, მისი გასაჩივრების წესი და მისი პრაქტიკული თავისებურებები
  • მხარეთა სხვა მოვალეობები
  • ადვოკატის მომსახურების შესრულება/დასრულება და პასუხისმგებლების განაწილების წესი.

 

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

 

ტრენერი

ანა ქორიძე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი;

7 წელზე მეტი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით ;

 სხვადასხვა კომპანიების აუთ სორს მომსახურების გამოცდილება.

ღირებულება
₾500
  • პერიოდი28/05/2024 - 06/06/2024
  • ხანგრძლივობა2 კვირა
  • განრიგი

    სამშ 20:00-21:30
    ხუთშ 20:00-21:30

  • ენა ქართული