B2B გაყიდვების თანამედროვე ტექნიკები

ტრენინგის მოკლე აღწერა

თანამედროვე სამყაროში უამრავი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი არსებობს, რომელიც გაყიდვების სპეციალისტს უმარტივებს სამუშაო პროცესს და ეხმარება უკეთესი შედეგების მიღწევაში. ხშირად, ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებასთან ერთად, გაყიდვების სფეროში დასაქმებულებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია თანამედროვე ინსტრუმენტებზე, მათი გამოყენების შესაძლებლობებზე.

ტრენინგი ფოკუსირებულია პრაქტიკულ დავალებებსა და რეალურ მაგალითებზე, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ მიღებული ცოდნა თავიანთ საქმიანობაში, უფრო ეფექტურად მართონ კლიენტების ბაზა, განავითარონ მოლაპარაკების უნარები და შედეგად გაზარდონ გაყიდვების მაჩვენებლები.

ტრენინგი დაგეხმარებათ:

  • გაეცნოთ და დაეწიოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ტემპს;
  • გააუმჯობესოთ თქვენი სამუშაოს ეფექტურობა;
  • გაზარდოთ თქვენი შესაძლებლობები.

ტრენინგის მიზანია:

  •  გაყიდვების სპეციფიკის იდენტიფიცირება;
  •  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაყიდვების პროცესის სრულყოფა;
  •  გაყიდვების სპეციალისტის უნარების გაძლიერება.

ტრენინგის ფარგლებში ისწავლება:

  •  როგორ განსაზღვროთ პრიორიტეტები და მართოთ დრო ეფექტურად;
  •  შექმნათ პერსონალიზებული გაყიდვების სტრატეგიები, · გააუმჯობესოთ კლიენტებთან კომუნიკაცია, რათა უკეთ დაინახოთ მათი საჭიროებები;
  •  მაქსიმალურად მოარგოთ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება კლიენტის საჭიროებებს;
  •  მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

ტრენინგის თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ინდივიდუალური კონსულტაცია, რაც გააძლიერებს მათ პროფესიულ განვითარებას.

სილაბუსი

I შეხვედრა - გაიცანი საკუთარი პროდუქტი

  • გაყიდვები როგორც პროფესია;
  • წარმატების საზომი გაყიდვებში;
  • გაყიდვების ძირითადი ეტაპები;
  • მომიყევი შენი პროდუქტის შესახებ.

II შეხვედრა - SDR-ების როლი და აუთრიჩ ავტომატიზაცია

  • LinkedIn როგორც აუთრიჩის საშუალება;
  • Sales Navigator ის გამოყენება;
  • პოტენციური კლიენტების მოზიდვის ავტომატიზაცია;
  • საკომუნიკაციო სკრიპტები.

III შეხვედრა - პერსონალიზებული ქოლდ ქოლინგი

  • საჭირო კონტაქტების მოძიება;
  • საკომუნიკაციო სკრიპტები;
  • Red Herring ის როლი და მისი მართვა;
  • უნივერსალური სკრიპტის პერსონალიზაცია.

IV შეხვედრა - საჭიროებების გასაზღვრა ნილ რექჰემის მეთოდის მიხედვით

  • AE, BDR როლების მნიშვნელობა;
  • SPIN ტექნიკა;
  • პრაქტიკული დავალება: შექმენი შენი პროდუქტის SPIN.

V შეხვედრა - მილერის მეთოდი: ATL და BTL გაყიდვები

  • რაპორტის დამყარება;
  • Mirroring, Labeling, Dynamic Silence - Chris Voss_ის მიხედვით;
  • რევერსული ფსიქოლოგია მოლაპარაკებებში.

VI შეხვედრა - სტრატეგიული როლები მოლაპარაკებებში

  • წინააღმდეგობების დამუშავება;
  • როგორ ვეუშავებით ჩემპიონებს;
  • სკეპტიკოსის როლი მოლაპარაკებებში;
  • გადაწყვეტილების მიმღები პირი და მისი ინტერესები.

VII შეხვედრა - თანამედროვე ტექნოლოგიების მხარდაჭერა გაყიდვებში

  • ინტერაქციული ვიდეო პრეზენტაცია გაყიდვებში;
  • როგორ გამოვიყენოთ CRM.

VIII შეხვედრა - როდის და როგორ ვაკეთებთ Follow up

  • Follow up ის მნიშვნელობა;
  • “Keep the ball in your court” პრინციპი;
  • საკომუნიკაციო შაბლონები.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

ტრენერი

ალექსანდრე ჩხეიძე

Cultivating Sales Excellence and Positivity in the Georgian Sales Community.

  • Signify, Chief Revenue Officer
  • NGT Group, Head of Sales Department
  • F1 - IT Outsourcing Company, Sales Executive
     
ღირებულება
₾650
  • პერიოდი05/12/2024 - 30/12/2024
  • ხანგრძლივობა1 თვე
  • განრიგი

    ორშაბათი: 19:00-21:00
    ხუთშაბათი: 19:00-21:00

  • ენა ქართული