კურსი ეფუძნება ეკონომიკური ცოდნის შეძენას მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ყოველი ლექცია იწყება რეალური მენეჯერული პრობლემის წარმოჩენით,რაც მსმენელს უბიძგებს თავად გაააკეთოს დასკვნები რეალური სიტუაციის გაცნობამდე. შესავალი ეყრდნობა ოპტიმალური გადაწყვეტილების ანალიზის უნარების შეძენას, რომელსაც მოჰყვება ფირმის მოგების მაქსიმიზაციის პრობლემის,მოთხოვნის, წარმოების, დანახარჯების ანალიზი.
კურსის მიზანია შეეხოს იმ პრობლემებს,რის წინაშეც მენეჯერები გადაწყვეტილების მიღების პროცესში დგანან და გამოუმუშავოს მსმენელებს ეკონომიკური ანალიზის უნარი, რაც მათ დასჭირდებათ მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისათვის.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.