შრომითი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მათი განხილვის თავისებურებები სასამართლო პრაქტიკაში

ტრენინგი შეეხება შრომის უფლებისა და შრომითი ურთიერთობის უპირატესობის საკითხებს, შრომითი ურთიერთობის ვადისა და შრომის ანაზღაურების საკითხებს, დისკრიმინაციის დაუშვებლობას შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში, დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს და უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობებს; ასევე, აღნიშნულ დავებში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხებს.

ტრენინგის მიზანი

მსმენელმა შეძლოს შრომითსამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე იმ სადავო საკითხების გამოკვეთა და გაანალიზება, რომელსაც ადგილი აქვს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რაც წარმოადგენს მათ შორის დავის საგანს სასამართლოში და წარმოაჩინოს ამ საკითხებზე არსებული სასამართლო პრაქტიკა და ტენდენციები. 

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისთვის, სტუდენტებისთვის და საკითხით დაინტერესებულმა სხვა პირებისათვის.

კურსის გავლის შემთხვევაში მსმენელი დაეუფლება კურსის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ სასამართლო პრაქტიკას და განხილულ საკითხებზე არსებულ მიდგომებს.

სილაბუსი

  • შრომის უფლება და შრომითი ურთიერთობის უპირატესობა
  • შრომითი ურთიერთობის ვადა  
  • შრომის ანაზღაურება
  • დისკრიმინაცია შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში
  • რეორგანიზაცია, როგორც დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი
  • მუშაკის  არაკვალიფიციურობა, როგორც შრომითი ურთიერთობის სეწყვეტის საფუძველი
  • შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევის საფუძვლით  გათავისუფლება
  • გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება და წესი.  
  • უფლებრივი რესტიტუცია - სამსახურში აღდგენა ან ტოლფას სამუშაოზე დასაქმება
  • კომპენსაცია  

 

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

ტრენერი

ილონა გაგუა

სამართლის დოქტორი, პროფესორი, კითხულობს ლექციებს კერძო სამართლის მიმართულებით წამყვან უნივერსიტეტებში. არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე, აქვს სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის არაერთი მონოგრაფიისა და კვლევის ავტორი , მათ შორისაა : („მტკიცების ტვირთი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას“ , ჟურ : მართლმსაჯულება და კანონი 2021 წ., მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო სამართალში,გამომცემლობა მერიდიანი.  „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათი სამართლებრივ დავებზე“, გამომცემლობა „ბონა კაუზა“. „ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა „ , საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა და სხვა.)

ღირებულება
₾500 ₾ 800
  • ხანგრძლივობა1 თვე
  • განრიგი

    სამშ 20:00-21:30
    ხუთშ 20:00-21:30

  • ენა ქართული